top of page

ახალი ამბები

RDA ხელს აწერს პირველ საგრანტო ხელშეკრულებას CDI4-ში

პრესრელიზი, 1 სექტემბერი, 2012

 

”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის” მეოთხე ფაზა ოფიციალურად ამოქმედდა 2012 წლის 11 მაისს  BP-სა და RDA-ს შორის პროექტის განხორციელების  შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე. პროექტის განხორციელებისას  დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული  სარგებლის მიღებაზე  შერეული დაფინანსების ინსტრუმენტების, მათ შორის შესაბამისი გრანტებისა და სუბსიდირებული მიკრო  სესხების, მეშვეობით. ტექნიკური დახმარება და კვალიფიკაციის ამაღლება ბენეფიციართათვის რჩება პროექტის  ყველა კომპონენტის უმაღლეს მწვერვალზე.

RDA იწყებს CDI4-ს
პრესრელიზი, 11 მაისი2012

”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის” მეოთხე ფაზა ოფიციალურად ამოქმედდა 2012 წლის 11 მაისს  BP-სა და RDA-ს შორის პროექტის განხორციელების  შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე. პროექტის განხორციელებისას  დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული  სარგებლის მიღებაზე  შერეული დაფინანსების ინსტრუმენტების, მათ შორის შესაბამისი გრანტებისა და სუბსიდირებული მიკრო სესხების, მეშვეობით.ტექნიკური დახმარება და კვალიფიკაციის ამაღლება ბენეფიციართათვის რჩება პროექტის  ყველა კომპონენტის უმაღლეს მწვერვალზე.

RDA-მ და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერგაგების მემორანდუმს

პრესრელიზი, 22 ოქტომბერი, 2012

 

​2012 წლის სექტემბერში, რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც RDA-მ  ჩაატაარა  შეფასების კვლევა საქართველოს 10 რეგიონის,  64 მუნიციპალიტეტის  3600 სოფლებში   და შექმნა  მონაცემთა ბაზა ე.წ. "სოფლის პირადობის მოწმობები ".

 

HERA ხვდება CDI3-ის  გრანტის მიმღებ ქალებს,  უზრდის  დაფინანსებას  ”ღირებულების შექმნის  ჯაჭვის” ფორმირებას

 სიახლეები, 24 ივლისი, 2012

RDA-მ ხელი შეუწყო  ორგანიზაცია HERA-ს (მისი(ქალის) თანასწორობა, უფლებები და ავტონომია) და CDI3-ის  დამწყები გრანტის მიმღები ქალების შეხვედრას  სოფლებში კლდე (მატყლის დამუშავება), წნისი (სტომატოლოგიური მომსახურება) და ზიკილია (მინი მარკეტი). HERA არის ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ქალის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში, რათა დაიცვას ისინი ტრეფიკინგისაგან და აღწევს ამას მსოფლიო მეწარმე ქალების დახმარებით მათი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ვიზიტი ორგანიზებულ იქნა  HERA-ს თხოვნის  საფუძველზე, რომელიც მან  RDA-ს  წარუდგინა გასულ თვეში.

​RDA ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას  ნარჩენების მართვის 3R პრინციპის საკითხში  სამცხე-ჯავახეთში

პრესრელიზი, 31ოქტომბერი, 2012

 

RDA შეირჩა, როგორც განმახორციელებელი ორგანიზაცია გარემოსდაცვითი ცნობიერების პროექტის მშენებელისა გარემოს დაცვის კავშირ ”სამყარო”-სთან პარტნიორობით.  პროექტი ითვალისწინებს რიგ  ტრენინგებს სამცხე-ჯავახეთის  სკოლებსა და თემებში, რაც მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის 3R პრნციპის  (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება) მნიშვველობის პოპულარიზაციას. ტრენინგი  ჩატარდება ახალციხეში და  ასევე 11 სოფელში (მათ შორის იქნება CDI დასავლეთის სოფლები - კლდე, არალი, მინაძე, წნისი, ვარხანი).  სკოლებში ჩატარებული ტრენინგების მიზანია ზოგადი  წარმოდგენის შექმა ზემოაღნიშნულ საკითხზე, ხოლო რაც შეეხება თემებს, RDA ცდილობს სათემო ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა შეიქმნას თანამეგობრობის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსებას.

RDA-მ 2013 წლის ივნისიდან დაიწყო პროგრამის - CDI SCPX-ის განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ

პრესრელიზი 18 ივნისი, 2013

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა ჯავახეთის კიდევ 5  სოფელში განხორციელდება

რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) 2013 წლის ივნისიდან დაიწყო პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის  სისტემის გაფართოების  (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში“ განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია  კომპანია ბიპისა (BP) და მისი პარტნიორების მიერ. >>
[გადმოტვირთეთ პრესრელიზი MS Word ფორმატში]

RDA აჯილდოებს გინესის წიგნის რეკორდსმენ ჯუმბერ ლეჟავას საპატიო მრჩევლის სტატუსითა და ჯანმრთელობის დაზღვევით

პრესრელიზი 11 თებერვალი, 2013


2013 წლის იანვარში მსოფლიო მოგზაური - ჯუმბერ ლეჟავა გახდა რეგიონული განვითარების ასოციაციის საპატიო მრჩეველი. ბატონი ჯუმბერი სამცხე-ჯავახეთის სათემო ორგანიზაციებს ჩაუტარებს ტრენინგებს თუ როგორ უნდა დაძლიონ პრობლემები ცხოვრებაში. RDA დიდი პატივით დააჯილდოებს გინესის წიგნის რეკორდსმენს BCI-ის  ჯანმრთელობის დაზღვევის.

Regional Development Association
Transforming Lives to Better!

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge

bottom of page