პროექტები
პარტნიორობა BP-სთან
2012 წლის 11მაისს RDA-მ ხელი მოაწერა CDI დასავლეთის (CDI4) მეოთხე ფაზის შესრულების შეთანხმებას 2015 წლამდე. პროექტი დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ და პროექტის სოციალური და ეკონომიკური კომპონენტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მან სარგებელი მოუტანოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის გასწვრივ მდებარე სამცხე-ჯავახეთის 27 სოფელს. CARE International on Caucasus დარჩა RDA-ს განმახორციელებელ პარტნიორად, რომელიც გაუწევს კონსულტაციას პროცესის მსვლელობისას.
BP-მ და CARE International on Caucasus-მა შეარჩიეს ორი კანდიდატი, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც პაექრობდნენ 2010 წლიდან BP-სა და CARE International on Caucasus-ს მიერ დაფინანსებული ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის” პროექტის ფაზა 3-ის განხორციელების უფლების მოპოვებაზე. RDA შეირჩა, რათა ერთობლივად განხორციელებულიყო CDI3-ს საბოლოო წელი.
CDI4 დასავლეთი, 2012
CDI3 დასავლეთი, 2011
2012 წელს RDA ახორციელებს ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის” (CDI) პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტი ფინანსდება BP-სა და მისი პარტნიორების მიერ 2001 წლიდან და მიზნად ისახავს გააღმავოს პოზიტიური ურთიერთობები BP-სა და BTC / SCP მილსადენის გასწვრივ არსებულ საზოგადოებას შორის, იმ მოსახლების ფინანსური მხარდაჭერის გზით, რომელიც მზადა არის გახდეს საზოგადოების მდგრადი განვითარების მოდელი. BP-ის ნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, RDA შეირჩა, რათა 2011 წელს ერთობლივად მართოს CDI-ის მესამე ფაზა პროექტის შემსრულებელ CARE International on Caucasus-თან ერთად. 2012 წლის მაისიდან, RDA-ს მიენიჭა უფლებამოსილება დამოუკიდებლად განახორციელოს პროექტის მეოთხე ფაზა მილსადენის დასავლეთში.
CDI საქართველო ინიციირებული იყო ადრეულ 2003 წელს და მოიცავდა SCP და BTC მილსადენების გასწვრივ არსებულ 77 დასახლებას, ამჟამად კი ხორციელდება პროექტის მეოთხე ფაზა. ორმოცდაათი თემი, რომელიც სარგებელს იღებს CDI -სგან განლაგებულია მილსადენის აღმოსავლეთ ნაწილში და კვეთს ქვემო ქართლის რეგიონს. CDI-ს ეს ნაწილი იმართება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია NGO CTC (www.CTC.ge) მიერ. დასავლური ნაწილი უკავია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 27 თემს და ამ ტერიტორიას RDA მართავს.
თავდაპირველად პროგრამა დაიწყო სახელწოდებით ”საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამა” (CIP). მოგვიანებით, 2010 წელს პროგრამის სახელწოდება შეიცვალა და დაერქვა ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” (CDI). CDI-ს მიზანი მშენებლობის ფაზაში იყო პოზიტიური ურთიერთობების გაღმავება BP-სა და BTC / SCP მილსადენის გასწვრივ არსებულ საზოგადოებას შორის მდგრადი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების მეშვეობით. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ პროექტის განმახორციელებლებ BP-ს ნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში. შედეგად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს - RDA-სა და CTC-ს, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის გზით, წილად ხვდათ განეხორციელებინათ CDI საერთაშორისო - CARE International on Caucasus.
BP-ის ბიზნეს საქმიანობა საქართველოში
BP საქართველოში მოღვაწეობს 1996 წლიდან. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ჩვენ მიერ ოპერირებული მილსადენის საშუალებით ენერგიის უსაფრთხო ტრანსპორტირება და მიწოდებაა. ამ დარგში ჩვენ ვართ მთავარი ინვესტორი და ოპერატორი ნავთობისა და გაზის სამ ძირითად პროექტში: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი (BTC) . ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ( BTC) მილსადენის ექსპლოატაცია დაიწყო 2006 წლის ივნისში. BTC მილსადენი, რომლის საერთო სამშენებლო ღირებულება დაახლოებით 4 ბილიონია აშშ დოლარია, არის პირველი პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის. სრული წარმადობით მილსადენს შეუძლია მიაწოდოს ბაზარს ერთი მილიონი ბარელი ნავთობი დღეში, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მთავრობისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლლის წყარო გახდება.
სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP)
სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP), რომელმაც დაიწყო გაზის მიწოდება კასპიის ზღვის შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანისა და საქართველოს ბაზრებისთვის 2006 წლის დეკემბრიდან, ხოლო თურქეთში 2007 წლის ივლისიდან, წარმოადგენს მნიშვნელოვან ახალ გაზმომარაგების წყაროს რეგიონისათვის. დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენი (WREP), ასევე ცნობილი როგორც ბაქო-სუფსის მილსადენი, იყო BP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ამ 830 კმ სიგრძის მილსადენით ნავთობი კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან, აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმიანლის გავლით, დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალშს მიეწოდება. აღსანიშნავია რომ ამ მილსადენის თითქმის ნახევარი მდებარეობს საქართველოში. WREP, რომელიც სრულად ამოქმედდა 1999 წელს, შეუძლია დაახლოებით 100,000 ბარელი ნავთობის გატარება დღეში.
RDA-ს უახლესი პროექტები
SCPX დასავლეთი, 2013
რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) 2013 წლის ივნისიდან დაიწყო პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში“ განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბიპისა (BP) და მისი პარტნიორების მიერ. [მეტი]