top of page

დიდი გამოცდილებით  პროექტების მართვისა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებაში, ნიკოლოზ საყვარელიძე არის უშუალო  პასუხისმგებელი პირი ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის”,  მეოთხე ფაზის მართვისა.

ნიკოლოზ საყვარელიძე

მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერი

sakvarelidze@rda.org.ge

20 წელზე მეტი  მენეჯერული გამოცდილებით კერძო და არასამთავრობო სექტორში, ბესიკ ბაბუნაშვილი არის დამფუძნებელი და დირექტორი რამოდენიმე ქართული კომპანიისა, რომელიც  ჩართულია დისტრიბუციაში (LBN Ltd. ), აგრობიზნესსა (GBZ Ltd) და ფინანსურ მომსახურებაში (Baker Tilly Georgia Auditoring Firm). მიიღო საქართველოს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხი 1988 წელს,  ხოლო 1998 წელს ასპირანტის ხარისხი ქიმიაში. დამატებითი საგანმანათლებლო გამოცდილება მოიცავს სერტიფიცირებულ საბუღალტრო და კვების პროდუქტების უვნებლობის კურსებს. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, აქვს სამუშაო ცოდნა ინგლისური ენისა. ბატონი ბაბუნაშვილი მართავს წნისში რძისა და კომბინირებული საკვების ქარხნებს. აქტიურადაა  ჩაბმული  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2003 წლიდან. გახლავთ RDA -ს დამფუძნებელი.

ნინო ზამბახიძე

დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი

nzambakhidze@rda.org.ge

ბესიკ ბაბუნაშვილი

დამფუძნებელი დირექტორი

bbabunashvili@rda.org.ge

რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ცხოვრების წახალისება ხალხის ჩართვით ცვლილებები უკეთესობისკენი. ის დაარსდა 2010 წელს კერძო და განვიტარების სექტორში მოღვაწე წარმატებულ პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გააძლიერონ საზოგადოების კორპორაციული პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონებში. RDA  მოქმედებს ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სათაო ოფისით  თბილისში.



RDA-ს შექმნა მისი დამფუძნებლების მიერ 2010 წლის დასაწყისში განპირობებული იყო წინა წლებში განხორციელებული ბიზნეს ოპერაციებით რეგიონში სახელწოდებით შპს ”საქართველოს ბიზნეს ზონა” (GBZ). დამფუძნებლები ფლობენ ISO-ს მიერ სერტიფიცირებულ რძისა და კომბიკორმის ქარხნებს სოფელ წნისში და ასევე რძის შეგროვების ცენტრებს ახალციხის შემდეგ სოფლებში: წირა, წყალთბილა და პამაჟი, ზემოაღნუშნული ცენტრები დაარსდა და აღიჭურვა BP-ის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის, Care  და Mercy Corps.-ის ფონდებიდან გამოყოფილი გრანტების მეშვეობით. ეს დახმარება შეესაბამებოდა GBZ-ს მიერ შეტანილი ფინანსური წვლილის 50%-ს. რძის ქარხანაში გამოყენებული პროდუქტის დახარისხებისა და ბრენდინგის მეთოდები შემუშავდა მაღალკვალიფიციური რძის ტექნოლოგებისა და მარკეტინგის სპეციალიეტების მიერ, რომლებიც USID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ”ფერმერი ფერმერისთვის” ფარგლებში იყვნენ გათვალისწინებულები.

მიუხედავად წარმატებული ოპერაციებისა, GBZ-ს განვითარების გზაზე უხდებოდა რიგი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და მენტალური პრობლემების გადაჭრა, რაც გახდა საფუძველი სოციალურად ორიენტირებული არაკომერციული ერთეულის შექმნისა.



მთელი ამ წლების განმავლობაში RDA ამდიდირებდა  თავის გამოცდილებას თემის მობილიზაციის უნარებით, ამყარებდა  ურთიერთობას ფერმერებთან, ადგილობრივ ხელისუფლებისთან,  ყველა S-J-ზე დაფუძნებულ დონორ ორგანიზაციებთან. გუნდი ასევე იღებდა ტექნიკურ დახმარებასა  და დაფინანსებას მისი  საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან. კერძოდ,  უფასო კონსულტაციები ვეტერინარიისა და კვების საკითხებზე,  ბენეფიციარების (რძის მომწოდებლები) დახმარება შეინარჩუნონ უფრო მაღალი  წველადობის მქონე  ჯანმრთელი ცხოველები, რათა უზრუნველყონ გადასამუშავებლად მიწოდებული რძის მაღალი ხარისხი. ამავე მიზეზების გამო, GBZ ყიდულობს აუცილებელ  ვაქცინებსა და მედიკამენტებს და ურიგებს ბენეფიციარებს უსასყიდლოდ.



2010 წელს, RDA-მ  ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებებს ახალციხისა  და გორის უნივერსიტეტებთან, რის საფუძველზეც 68 სტუდენტს ჩაუტარდა პრაქტიკული ტრენინგი ქარხანაში.

რა თქმა უნდა, ამ  ქმედებებს საფუძვლად ედო კონპანიის  ძირითადი ინტერესები  და მოსალოდნელია  სასურველი შედეგების მიღება ბიზნესში, მეორე მხრივ კი ეს სოციალური აქტივობები იყო ურთიერთსასარგებლის მომტანი და მნიშვნელოვნად განასხვავა ადამიანთა  მენტალიტეტი და ცნობიერება  მიმდებარე სოფლებში.



გარდა შპს  ”საქართველოს ბიზნეს ზონისა”,  RDA-ს დამფუძნებლები უცხოელ პარტნიორებთან ერთად  2005 წლიდან ფლობენ  შპს ”LBN”. კომპანია წარმოადგენს მრავალრიცხვოვანი  საერთაშორისო კომპანიების ოფიციალურ ავტორიზებულ დილერს: იტალიური კომპანიების - Cassa del Cafe Vergnano (ყავა), Gaggia (ყავის აპარატები), GBG Carpagani (ყავის აპარატები); Animo (ყავის აპარატები), დანია; Ronnerfield (ჩაი), გერმანია; Intermak (რძის გადამამუშავებელი აღჭურვილობა), თურქეთი.  GBZ-მ და LBN-მ შექმნეს ძლიერი სადისტრიბუციო ქსელი და მიაწოდებენ  პროდუქტებს ყველაზე დიდ სუპერმარკეტების  ქსელებს, სასტუმროებსა და კომპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. შპს ”LBN”  ასევე ამუშავებს კაფე ”Vergnano”-ს თბილისში. კომპანიის ბენეფიციარები ახალციხიდან წარმოადგენენ ამ ორი რესტორნის ძირითადი საკვები პროდუქტებით მომარაგების წყაროს.



მას შემდეგ რაც RDA-მ წარმატებით იმოქმედა მის ირგვლივ შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, გუნდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას შეეძლო გამოეყენებინა თავისი მენეჯერული გამოცდილება და ზეგავლენის ქვეშ მოექცია უფრო მასშტაბური პროექტები, რაც გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგებს მოუტანდა. ამის აღიარებით,  გუნდმა მოიპოვა თვითდაჯერებულობა სოციალურ სფეროში წარმატების მისაღწევად და ნათელი გახდა, რომ  არაკომერციული, არამომგებიანი სამართლებრივი ფორმის  ორგანიზაცია საშუალებას მისცემს  მას მოიზიდოს  დონორი ფონდები და ჩაერთოს უფრო სერიოზულ პროექტებში, როგორიცაა  რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების განვითარება  და სამეწარმეო გარემოს შექმნა.

RDA შეირჩა, რათა Care  International on Caucasus-თან  ერთობლივად ემართა  BP-ის მიერ  დაფინანსებული ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის” პროექტის მესამე ფაზა,  2011, BP-ის ნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში. 2012 წელს, RDA-მ ხელი მოკიდა ამავე საქმიანობის სამწლიანი მეოთხე პაზის პროექტს . პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1.6 მილიონ აშშ დოლარს და აქვს სოციალური და ეკონომიკური მიზნები, რაც გამოიხატება  რამდენიმე გრანტის გამოყოფასა და ტექნიკური დახმარების გაწევაში,  კერძოდ დახმარება დამწყები ბიზნესისათვის, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური საწარმოები, სადემონსტრაციო ფერმები, ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და იურიდიული მომსახურებები და ა.შ.  RDA პასუხისმგებელია  ბაქო -თბილისი- ჯეიჰანის (BTC)  მილსადენის დასავლური ნაწილის  27 სოფელზე სამცხე ჯავახეთში. CDI4 განხორციელდება 2014 წლამდე.

RDA და გუნდი

ათ წელზე მეტი  გამოცდილებით განვითარების საერთაშორისო  ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში მუშაობისა, კახი ჯაში პასუხისმგებელია ფინანსური მართვის ყველა იმ საქმიანობაზე, რასაც  ახორციელებს  RDA დაარსების დღიდან.

კახი ჯაში

ფინანსური მენეჯერი

kjashi@rda.org.ge

From left: Besik Babunashvili, Nino Zambakhidze, Nikoloz Sakvarelidze, Kakhi Jashi

1999 წლიდან ნინო ზამბახიძე ჩართულია ისეთი კერძო კომპანიების მართვაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია აგრობიზნესთან (GBZ Ltd., დირექტორის მოადგილე), დისტრიბუციასა (LBN Ltd., დირექტორის მოადგილე) და ფინანსურ მომსახურებასთან (Baker Tilly Georgia Ltd.  Auditing Company, მარკეტინგის მენეჯერი). მიიღო ბაკალავრის  წოდება ინგლისურ ენასა და ლიტერატურიაში თბილისის სახელმწიფო  ტექნიკურ უნივერსიტეტში  და სერტიფიცირებულია კვების პროდუქტების უვნებლობის მენეჯერის ხარისხით (დამტკიცებულია SAI Global - ISO სერტიფიკაციის ორგანო).  ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. 2007 წლიდან ის  უკვე მართავს წნისში რძისა და კომბინირებული საკვების ქარხნებს და  აქტიურადაა ჩაბმული სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე საქმიანობებში. წარმოადგენს RDA-ს დამფუძნებელს.

Regional Development Association
Transforming Lives to Better!

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge

bottom of page