ახალი ამბები
HERA ხვდება CDI3-ის გრანტის მიმღებ ქალთებს, უზრდის დაფინანსებას ”ღირებულების შექმნის ჯაჭვის” ფორმირებას
24 ივლისი, 2012
RDA-მ ხელი შეუწყო ორგანიზაცია HERA-ს (მისი(ქალის) თანასწორობა, უფლებები და ავტონომია) და CDI3-ის დამწყები გრანტის მიმღები ქალების შეხვედრას სოფლებში კლდე (მატყლის დამუშავება), წნისი (სტომატოლოგიური მომსახურება) და ზიკილია (მინი მარკეტი). HERA არის ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ქალის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში, რათა დაიცვას ისინი ტრეფიკინგისაგან და აღწევს ამას მსოფლიო მეწარმე ქალების დახმარებით მათი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ვიზიტი ორგანიზებულ იქნა HERA-ს თხოვნის საფუძველზე, რომელიც მან RDA-ს წარუდგინა გასულ თვეში. ვიზიტის შედეგად HERA დააფინანსებს საშრობი მანქანების შეძენას მატყლის გადამუშავების დასაწყებად. ეს ხელს შეუწყობს მატყლის გადამუშავების დაჩქარებას, რაც გავლენას მოახდენს შემოსავლის ზრდაზე.